პრეზიდენტის ბულინგი

ბურჯანაძე: როცა მთავარსარდლები ხართ, საშველად სახალხო დამცველს არ უნდა ეძახდეთ

ტვ იმედი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას საკუთარ Facebook გვერდზე გამოეხმაურა სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.

"პრეზიდენტი რომ ხარ და ამბობ, ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი ვარო და მერე იქვე ეუბნები სახალხო დამცველს, ჩემს უფლებებს არ იცავო, რანაირად?! 

აქვე პრეზიდენტი ამბობს, რომ ჩემ მიმართ მუქარა განხორციელდა, დაისაჯნენ პირები და რატომ არაფერი თქვა სახალხო დამცველმაო. გულწრფელად ვურჩევ პრეზიდენტს, გაეცნოს ჩვენს მანდატს.

პრეზიდენტო, როდესაც სახელმწიფო ორგანოები მუშაობენ და პასუხისგებაში მიცემას ახდენენ პირის, ეს ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები არ ირღვევა. როცა არ მოხდება ეს, მაშინ უნდა მოხდეს სახალხო დამცველის ჩარევა

ეს განცხადება იმ სამწუხარო კამპანიის გაგრძელებაა, რომ სახალხო დამცველმა უნდა დაიცვას თანამდებობის პირები კრიტიკისგან. ძვირფასებო, ძლიერნო ამა ქვეყნისანო, თქვენ უნდა აიტანოთ კრიტიკა (მათ შორის მძაფრი) და როცა მთავარსარდლები ხართ, საშველად სახალხო დამცველს არ უნდა ეძახდეთ. სახალხო დამცველი არსებობს ადამიანის უფლებების დასაცავად და ადამიანის უფლებებში არსებობს ადამიანი ერთ მხარეს და მეორე მხარეს სახელმწიფო (2x2=4)". – ამბობს გიორგი ბურჯანაძე

დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ადმინისტრაცია სახალხო დამცველს პრეზიდენტის მიმართ განხორციელებულ ბულინგზე რეაგირებისგან თავის არიდებაში ადანაშაულებს.

"შეგვიძლია თუ არა მოაქალაქეებს მთავარსარდლის დაბულინგება"? – წაიკითხეთ აქ.

კომენტარები