Old Guard

მძაფრსიუჟეტიანი ფილმის THE OLD GUARD-ის ახალი ტრეილერი გამოვიდა

სტრიმინგსერვისმა Netflix მძაფრსიუჟეტიანი ფილმის, The Old Guard-ის, ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა.

მომავალი ფილმი ამავე სახელწოდების კომიქსის სერიას ეფუძნება. სურათში მთავარ როლებს ასრულებენ შარლიზ ტერონი და ჩივეტელ ეჯიოფორი.

სიუჟეტის ცენტრში დგას ომით დაღლილი უკვდავი მეომრების ჯგუფი. ათასი წელია, რაც მათი  ბრძოლა გრძელდება. გუნდის ყოველდღიურობა რადიკალურად იცვლება, როდესაც თამაშში უკვდავი - სახელად ნაილი ერთვება.

 

 

კომენტარები