ლატვია - რუსეთი

ლატვიამ რუსული პროპაგანდისტული არხი Russia Today აკრძალა

GETTY IMAGES

ლატვიამ კრემლის პროპაგანდისტული სატელევიზიო არხი Russia Today (RT) აკრძალა. ლავტვიური მხარის განცხადებით არხი დიმიტრი კისილიოვის მმართველობის ქვეშაა. უკრაინაში რუსული აგრესიის პროპაგანდისთვის კისილიოვისთვის ევროკავშირს სანქციები აქვს დაწესებული.

კისილიოვი ბრალდებას უარყოფს და ლატვიას ურჩევს, არხს ბოდიში მოუხადოს და ეთერში დააბრუნოს. ამჟამად არხის ოფიციალური ხელმძღვანელი მარგარიტა სიმონიანია.

ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ შვიდი რუსული პროპაგანდისტული არხი აკრძალა: RT, RT HD, RT არაბული, RT ესპანური, RT Documentary HD, RT Documentary and RT TV. საბჭოს განცხადებით ეს არხები კისელევის პირდაპირი ზედამხედველობის ქვეშ არის.

ელექტორნული მედიის ეროვნულმა საბჭომ RT-ს ბრალი დასდო ლატვიის, როგორც წარუმატებელი სახელმწიფოს წარმოჩენის მცდელობაში.

“აკრძალვა გაგრძელდება იქამდე სანამ RT თანამდებობიდან არ გაათავისუფლებს კისილევს და არ ჩაანაცვლებს მას ხელმძღვანელით, რომელიც ევროკავშირის სანქციებიების სიაში არ არის”. – განაცხადა ელექტრონული მასმედიის ეროვნული საბჭოს თავჯდომარემ.

ლატვია თავისი გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინებს მედიის მარეგულირებლებს ევროკავშირის დანარჩენ წევრებში და მოუწოდებს აკრძალონ RT.

RT ბალტიის ქვეყნებში კრემლის პროპაგანდისტულ არხად აღიქმება, რომლის მიზანია რუსული გავლენის გავრცელება ბალტიის ქვეყნებში მცხოვრებ ეთნიკურ რუსებზე.

უკანასკნელ წლებში ლიტვას და ლატვიას კრემლის დაფინანსებული სხვა არხების ტრანსლაციაც დროებით შეუჩერებიათ.

კომენტარები