Madres Paralelas

პედრო ალმოდოვარი პენელოპა კრუსის მონაწილეობით ახალ ფილმს იღებს

Getty Images

ესპანელი რეჟისორი, პედრო ალმოდოვარი, კიდევ ერთხელ ითანამშრომლებს პენელოპა კრუსთან და მისი მონაწილეობით ახალ ფილმს გადაიღებს.

Variety-ს ცნობით, ფილმი სათაურით, Madres Paralelas დედობის შესახებ იქნება. გადაღებებისთვის მზადება ოქტომბერში დაიწყება. პედრო ალმოდოვარის ძმის, აგუსტინ ალმოდოვარის თქმით, ფილმის გადაღებების აქტიური ფაზა 2021 წლის თებერვალშია დაგეგმილი.

ფილმი ორ ქალს შეეხება, რომლებიც შვილებს ერთი და იმავე დღეს აჩენენ. მაყურებელი იხილავს, როგორ იზრდებიან ეს ბავშვები ორ წლამდე.

Madres Paralelas პედრო ალმოდოვარის სხვა ფილმების მსგავსად ესპანურენოვანი იქნება და მას უმეტესად მადრიდში გადაიღებენ.

კომენტარები