BoJack Horseman

ელისონ ბრიმ BOJACK HORSEMAN-ში ვიეტნამელი პერსონაჟის გახმოვანებისთვის ბოდიში მოიხადა

Film

ამეკელმა მსახიობმა, ელისონ ბრიმ ანიმაციურ სერიალ Bojack Horseman-ში ვიეტნამური წარმოშობის პერსონაჟის გახმოვანებისთვის ბოდიში მოიხადა.

"რომ შემეძლოს, დაიან ნგუენს არასდროს გავახმოვანებდი. ახლა ვხვდები, რომ ფერადკანიანი პერსონაჟები ფერადკანიანმა ადამიანებმა უნდა გაახმოვანონ. ჩვენ ხელიდან გავუშვით ვიეტნამურ-ამერიკული საზოგადოების წარმოჩენის ბრწყინვალე შესაძლებლობა. ბოდიშს ვიხდი". – წერს მსახიობი.

Bojack Horseman-ის პირველი სეზონი 2014 წელს გამოვიდა, ექვსი სეზონის შემდეგ სერიალი დასრულდა. ბრის მიერ გახმოვანებული დაიენ ნგუენი სერიალის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. 

კომენტარები