ინდოეთი-პაკისტანი

ინდოეთი პაკისტანის დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებს

სელვადჰას პაული და დვიმუ ბრამსი
AFP

ინდოეთმა პაკისტანელი დიპლომატები ჯაშუშობასა და ტერორისტებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. საელჩოს თანამშრომლების ნახევარს ქვეყნიდან აძევებენ. პარალელურად, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ოფიციალური დელი ისლამაბადში, ინდოეთის საელჩოში, თანამშრომლების განახევრებას გეგმავს. 

“ისინი [პაკისტანის საელჩოს თანამშრომლები] ჯაშუშობდნენ და ჰქონდათ ურთიერთობა ტერორისტულ ორგანიზაციებთან”. – განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თითოეულ ქვეყანას, შეთანხმების თანახმად, 110 თანამშრომელი ჰყავს მივლინებული საკუთარ საელჩოებში, თუმცა, ამჟამად საელჩოებში 90-90 ადამიანი მუშაობს. ინდოეთის გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ თითოეულ ქვეყანას 35 თანამშრომლის გამოხმობა მოუწევს.

გასულ კვირას ინდოეთის მთავრობამ პაკისტანი დიპლომატების, დვიმუ ბრამსისა და სელვადჰას პაულის გატაცებაში დაადანაშაულა. ოფიციალური ინდოეთის განცხადებით პაკისტანის უშიშროების სამსახურმა ბრამსი და სელვადჰა დააკავა, აწამა და მათ წინააღმდეგ ბრალდებები გააყალბა. წამების დეტალებზე დიპლომატებმა ინდოეთში დაბრუნების შემდეგ ისაუბრეს. თუმცა პაკისტანის პოლიციის განცხადების თანახმად, ქვეითის მანქანით გატანისთვის ორივე დააპატიმრეს და მოგვიანებით დიპლომატიური სტატუსის ქონის გამო გაათავისუფლეს.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა პირველად სამი კვირის წინ დაიძაბა, როდესაც ინდოეთიდან გააძევეს პაკისტანის საელჩოს ორი თანამშრომელი. მათ ინდოეთის არმიის მოქმედებებზე ინფორმაციის მოპოვებაში ადანაშაულებდნენ. 

პაკისტანის წარმომადგენლებს ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კომენტარები