სალომე ტატიშვილის საქმე

12 წლის სალომე ტატიშვილის სიცოცხლის მოსპობისთვის მსჯავრდებული საქართველოს გადმოსცეს

ნინო ჟვანია

12 წლის სალომე ტატიშვილის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის ბრალდებული ჩეხეთში დააკავეს და საქართველოს გადმოსცეს.

ქართულმა მხარემ შუამდგომლობით მიმართა ჩეხეთის საგამოძიებო უწყებას და ბრალდებულის ექსტრადირება მოითხოვა.

გიორგი ლიპარტელიანი დამნაშავედ ცნო უზენაესმა სასამართლომ 2019 წლის აპრილში, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობითს მოსპობას გულისხმობს. მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მსჯავრდებული მიიმალა. ლიპარტელიანს ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებდა.

2016 წლის 10 იანვარს გუდაურში დაიღუპა 12 წლის სალომე ტატიშვილი - მას უკნიდან დაეჯახა დიდი სიჩქარით მოსრიალე 19 წლის გიორგი ლიპარტელიანი.

უზენაესი სასამართლოს დასკვნით, ლიპარტელიანმა უგულებელყო წინდახედულობის ნორმები, არ გაუწია კონტროლი თავის მოძრაობას, არ შეუფარდა სრიალის სიჩქარე და მანერა არსებულ პირობებს და გარემოს, არ შეარჩია წინა მოსრიალისთვის უსაფრთხო მარშრუტი და დისტანცია და დიდი სისწრაფით უკნიდან შეეჯახა იმავე ტრასაზე მოსრიალე არასრულწლოვანს, რომელიც შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო ადგილზე გარდაიცვალა.

სალომე ტატიშვილის საქმეზე წაიკითხეთ სტატია ტაბულას არქივიდან.

კომენტარები