ბიძინა ივანიშვილი

კონგრესმენი ივანიშვილზე: უნდა შეჩერდნენ რუსეთის მოკავშირეები, მათ შორის, საქართველოშიც

MSNBC.com

აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრი მარკუეინ მალინი ეხმაურება კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის ანგარიშს, სახელწოდებით "ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა". 

ანგარიშში 13 რესპუბლიკელი კონგრესმენი წერს, რომ აშშ-მა უნდა გააფროთოვოს სანქცირებული ადამიანის სია, რომელმაც თავის მხრივ, უნდა მოიცვას ისეთი ოლიგარქები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ეხმარებიან. ასეთ ადამიანად, მათ შორის, ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია მოხსენიებული.

"უნდა შეჩერდეს რუსეთის აგრესია და მისი მოკავშირეები, მათ შორის, საქართველოში. რესპუბლიკური პარტიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია რუსეთის მიმართ აქამდე არსებულ ყველაზე მკაცრ სანქციებს მოიცავს", - წერს მალინი Twitter-ზე. 

კონგრესმენები ანგარიშში წერენ, რომ არსებული სანქციები პუტინის იმ საგარეო მოკავშირეებს, რომლებიც "ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტს ძირს უთხრიან" საკმარისად არ ეხებიან.

"ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული", - წერია ანგარიშში. 

კომენტარები