თაღლითობა

პირმა 25 ადამიანის FACEBOOK გვერდი გატეხა და მათ მეგობრებს მოტყუებით ფული ჩაარიცხინა

wordpress.com

 

კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის მაისამდე პერიოდში უნებართვოდ შეაღწია მოქალაქეების „ფეისბუქ“- გვერდებზე, მიწერა მათ მეგობრებს, შეცდომაში შეიყვანა ისინი და საკუთარ ანგარიშზე, მოტყუებით ჩაარიცხინა სხვადასხვა ოდენობის თანხა. ასევე, მოტყუებით დაეუფლა მათი საბანკო პლასტიკური ბარათების მონაცემებს და თანხები საკუთარ ანგარიშზე გადაირიცხა.

შსს-ს ინფორმაციით 20 წლის ა. ბ. დანაშაულებრივი გზით, ჯამში, 25 მოქალაქის კუთვნილ 27 546 ლარს დაეუფლა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 4 -დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები