კორონავირუსი

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა

Robert Michael/dpa via AP

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა

Reuters-ის ინფორმაციით, მაისის თვეში COVID-19-ით დღეში საშუალოდ 1 400 ამერიკელი იღუპებოდა. ქვეყანაში პანდემიის პიკი აპრილში ჰქონდათ, როდესაც ერთ დღეში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა საშუალოდ 2 000 იყო. მათივე ცნობით, აშშ-ს 10 000 ადამიანზე 3 გარდაცვლილი ჰყავს - ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში მე-8 ადგილზეა. პირველ ადგილზე ბელგიაა, 10 000 ადამიანზე 8 დაღუპულით, შემდეგ ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და იტალია. 

აშშ-ში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 1 748 803 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 490 130 ადამიანი. 

მსოფლიოში COVID-19 ამ დრომდე 5 792 890 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 2 498 987 გამოჯანმრთელდა, 357 479 კი გარდაიცვალა.

კომენტარები