საქართველოს საპატრიარქო

მამა ანდრია: როდესაც სახელმწიფოს სიტყვების უკან წაღება მოუწია, ეკლესიამ ევროპას დაარტყა

მეუფე ანტონის განცხადება მახსენებს ერთ ქარგას, როდესაც პოლიტმატიმრები გამოუშვეს და სახელმწიფომაც ეს ზეწოლა მიიღო, სახელმწიფომ რა თქმა უნდა წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ვერაფერი თქვა საპირწონედ და ეკლესია გამოდის ასპარაზზე და მე ვფიქრობ, რომ საპატრიარქო ერთგვარ როლს ასრულებს, რომ ახლა დაარტყას ევროპას.

ეს არის ძალიან ცუდი ფაქტორი. ერთგვარად, როდესაც ვამბობთ, რომ საპატრიარქო და სახელმწიფო გადაჯაჭვულად მოქმედებენ ბევრ საქმეებში, ბევრ საკითხებში, ახლაც ვნახეთ, რომ სახელმწიფოს როდესაც მოუწია თავისი სიტყვების უკან წაღება და სხვაგვარად ფორმულირება, ეკლესიამ დაარტყა ევროპას. თვითონ ასე ღიად ვერ დაარტყა მთლად.

ასე ეხმაურება მღვდელმონაზონი ანდრია სარია ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, მეუფე ანტონის ნათქვამს, რომ "მე სერიოზულად ვფიქრობ, ალბათ სინოდში დავსვამ ამ საკითხს, რომ ხელახალი რეფერენდუმი ხო არ მოვიწვიოთ და ხელახლა ხომ არ ვკითხოთ ჩვენს ხალხს, გვინდა თუ არა ასეთი ევროპა".

კომენტარები