Disney

დისნეი ანიმაციის ATLANTIS მხატვრულ რიმეიქს გადაიღებს

Forbes

კინოსტუდია დისნეი პოპულარული ანიმაციის Atlantis მხატვრულ რიმეიქზე მუშაობას იწყებს.

ორიგინალი ანიმაცია 2001 წელს გამოვიდა. მულტფილმი მზეთუნახავის და ურჩხულის შემქმნელებმა გარი თრუსდეილმა და კირკ უაიზმა გადაიღეს. მთავარი პერსონაჟები მაიკლ ჯ. ფოქსმა, ლეონარდ ნიმიომ და ჯეიმს გარნერმა გაახმოვანეს. 2003 წელს ატლანტიდის მეორე ნაწილი გამოვიდა.

სიუჟეტის მიხედვით მთავარი გმირი მაილო მითოლოგიური კონტინენტის ძიებით არის დაკავებული. ბაბუის ძველი მეგობრისგან მიღებული მინიშნების წყალობით, მისი ექსპედიცია ატლანტიდაზე მოხვდება.

ამ ეტაპზე სამსახიობო შემადგენლობა უცნობია, ახლო წარსულში სტუდია მთავარ როლზე ტომ ჰოლანდს განიხილავდა.

კომენტარები