ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ძმა თორნიკე ფარცხალაძე დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მისი ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ერთი აბი სუბოქსინი ამოიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
თორნიკე ფარცხალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა.