კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში

როდ სტიუარტმა კორონავირუსისგან განკურნებულ ექთანს 5000 ფუნტი სტერლინგი გაუგზავნა

U Discover Music

სამხრეთ უელსში მცხოვრები პრაქტიკანტი ექთანი, ნატაშა ჯენკინსი ახალი კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო 22 დღის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა.

ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს, სახლში დაბრუნებულმა ჯენკინსმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მედიკოსებს მადლობა გადაუხადა, ასევე აღნიშნა რომ ჯანმრთელობის აღსადგენად ერთი წელი და გარკვეული რაოდენობის თანხა დასჭირდება. 

ვიდეო ლეგენდარულმა მომღერალმა როდ სტიუარტმა ნახა და ჯენკინსს 5000 ფუნტი სტერლინგის ჩეკი და წერილი გაუგზავნა.

"გამარჯობა ნატაშა, პატარა საჩუქარი რომელიც რთული დროის დაძლევაში დაგეხმარება,"-წერია წერილში.

 

კომენტარები