ახალი კორონავირუსი საქართველოში

ინფექციურ საავადმყოფოში ერთი მძიმე და ერთი კრიტიკული პაციენტი რჩება

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ცნობით, კლინიკაში ერთი მძიმე და ერთი კრიტიკული პაციენტი რჩება.

ამ ეტაპზე, ინფექციურ საავადმყოფოში 42 პაციენტი მკურნალობს, აქედან ერთი შესაძლო შემთხვევაა, 41-ს კი აქვს დადასტურებული ახალი კორონავირუსი.

ახალი გამოჯანმრთელებული 9 პაციენტიდან სამი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. კლინიკაში ჯამში 85 პირი გამოჯანმრთელდა.

ეზუგბაიას თქმით, ბოლო 10 დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი დადასტურებული შემთხვევების კლება აღინიშნება, - "კლინიკებში მკურნალობაზე რჩება 319 პაციენტი,10 - კოვიდის ცენტრში".

საქართველოში ახალი კორონავირუსის 626 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 297 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი.

კომენტარები