71 წლის ასაკში, ინგლისელი მომღერალი, კომპოზიტორი და პიანისტი დეივ გრინფილდი კორონავირუსით გარდაიცვალა.
გრინფილდი 80-იანი წლების საკულტო ბენდის The Stranglers ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი იყო. უკრავდა სინთეზატორზე. ჯგუფთან ერთად მიიღო ივორ ნოველოს ჯილდო, სიმღერისთვის Golden Brown.
მუსიკოსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თანაბენდელმა ჟან-ჟაკ ბარნელმა გაავრცელა:
"ჩემი მეგობარი და დიდი ხნის კოლეგა დეივ გრინფილდი გარდაიცვალა. იგი 2020 წლის უდიდესი პანდემიის კიდევ ერთი მსხვერპლია."
5 მაისის მონაცემებით დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 190,584 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გარდაიცვალა 28,734 ადამიანი.