კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: 8 პაციენტი რეანიმაციაშია, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, 7 დღეს გაეწერება

რადიო თავისუფლება

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 70 პაციენტია მოთავსებული. რვა მათგანი რეანიმაციაში მკურნალობს, აქედან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

"ჰემოდინამიკა მკვეთრად არასტაბილურია და ხორციელდება რეანიმაციული ღონისძიებები. 4 პაციენტი არის სუნთქვის ხელოვნურ აპარატზე, დანარჩენები ჟანგბადის თერაპიაზე. მიმდინარეობს მათი მონიტორინგი"- ამბობს რატიანი. 

რატიანის თქმით, საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 7 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. 

მისივე ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის მდგომარეობა სტაბილურია. 

3 მაისის დილის მონაცემებით, კორონავირუსი დაუდასტურდა 7 ადამიანს და ინფიცირებულთა რიცხვი 489 გახდა. გამოჯანრთელდა 215 და გარდაიცვალა 8 ადამიანი.

კომენტარები