ჰარისონ ფორდი

ჰარისონ ფორდი ავიაკატასტროფას გადაურჩა

Entertainment Weekly

ინდიანა ჯონსის ვარსკვლავი, მსახიობი ჰარისონ ფორდი, ავიაკატასტროფას გადაურჩა.

ინციდენტი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი აეროპორტში მოხდა, როდესაც 77 წლის მსახიობმა საკუთარი თვითმფრინავით ასაფრენი ბილიკი გადაჭრა, რომელზეც სხვა მფრინავი ეშვებოდა.

საბედნიეროდ, თვითმფრინავები ერთმანეთს აცდა და არავინ დაშავებულა. მიუხედავად ამისა, აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა ბიურომ გამოძიება წამოიწყო.

მსახიობმა ბოდიში მოიხადა და აღიარა, რომ დისპეტჩერის მითითება არასწორედ გაიგო.

ფორდი აქამდეც მოხვედრილა მსგავს სიტუაციაში. 2015 წელს მან ექსტრემალური დაშვება განახორციელა, როდესაც თვითმფრინავის ძრავი ჩაუქრა. 2017 წელს მსახიობი ლამის Boeing 737-ს დაეჯახა.

კომენტარები