კორონავირუსი რუსეთში

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 6 411 შემთხვევა დადასტურდა, სულ - 93 558

რუსეთში ბოლო 24 საათში Covid 19-ით ინფიცირების 6 411 შემთხვევა დადასტურდა. სულ გამოვლენილი ინფიცირებულების რაოდენობა 93 558-ია. ამ მონაცემით ქვეყანამ უკვე გაუსწრო ჩინეთს, საიდანაც დაიწყო პანდემია.

ერთ დღეში რუსეთში კორონავირუსით 73 ადამიანი დაიღუპა, ჯამში - 867. გამოჯანმრთელდა 8 456 პაციენტი.

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთმა კორონავირუსზე ტესტი 3 139 258 ადამიანს ჩაუტარა.

კომენტარები