ანტიკრიზისული გეგმა

ტესტირება, გადასახადების შემცირება, ბიუჯეტის გამჭვირვალეობა - ევ. საქართველოს მოთხოვნები

ევროპული საქართველო ხელისუფლებას მიმართავს, გაითვალისწინოს მათი რეკომენდაციები როგორც ჯანდაცვის, ისე ეკონომიკური კუთხით, რათა შექმნილი კრიზისს საქართველო შედარებით კარგად გაუმკლავდეს.

პარტიის წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ აუცილებელია:

  • გაიზარდოს ტესტირების რაოდენობა, რათა შესაძლებელი გახდეს უფრო ზუსტი ეპიდემიოლოგიური სურათის დანახვა.
  • გამოქვეყნდეს არა მხოლოდ ტესტირების რიცხვი, არამედ ის, თუ ვის ჩაუტარდა ტესტირება და რა რაოდენობით უტარდება ის სამედიცინო პერსონალს.
  • მოიხსნას აბსურდული შეზღუდვები,
  • აღიკვეთოს კანონის შერჩევითი გამოყენება - ქართული ოცნება შეზღუდვებს შერჩევითად იყენებს.
  • აუცილებელია გადასახადების შემცირება, აუცილებელია, საგადასახადო ტვირთი შემცირდეს და მეტი ფული დარჩეს ხალხს.
  • მოქალაქეებს და ბიზნესს უნდა დაუბრუნდეს დაგროვებითი პენსიისთვის დაგროვილი თანხა, რადგან ამაზე დიდი გასაჭირი, ძნელად წარმოსადგენია, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდეს.
  • სამართლიანად და გამჭვირვალედ იმართოს საბიუჯეტო სახსრები მოქალაქეთა დასახამარებლად. ამის კონკრეტული მაგალითია ის, რომ პარასკევს გახარიამ გამოაცხადა გარკვეული შეღავათები და ნელ-ნელა, გზადაგზა ირკვევა, რომ ეს მოქალაქეთა დიდ ნაწილს არ შეეხება და შესაბამისად, ეს ძალიან დიდი უსამართლობის განცდას ტოვებს საზოგადოებაში.

საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა 24 აპრილს წარადგინა. გეგმამ ოპოზიციის და საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა.

კომენტარები