ანტიკრიზისული გეგმა

რა კომპონენტებისგან უნდა შედგებოდეს სრულფასოვანი ანტიკრიზისული გეგმა - დავით ბაქრაძე

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე იმ კომპონენტებზე საუბრობს, რომლისგან უნდა შედგებოდეს სრულფასოვანი ანტიკრიზისული გეგმა:

სახელფასო კომპენსაცია უმუშევრად დარჩენილებს

სოციალური კომპენსაცია თვითდასაქმებულებს და გაჭირვებულ მოსახლეობას

დახმარება ბიზნესს გადასახადების შემცირების და მიმდინარე გადასახადების განულების გზით

საბიუჯეტო ხარჯების მკვეთრად შემცირება და გამოთავისუფლებული თანხების დახარჯვა სოციალური მიზნებისთვის

პოსტკრიზისულ სტადიაზე ინვესტიციების მოზიდვის და ბიზნესის გამოცოცხლების გეგმა. 

"ამის გარდა დამატებით ბონუსად ჩვენ ვთავაზობთ საპენსიო ფონდის გამოყენებასაც და სწორედ ეს არის, ჩვენი ხედვით, სრულფასოვანი ეკონომიკური გეგმა, რომელიც დაეხმარება მოსახლეობას და გადაარჩენს ჩვენს ეკონომიკას.

ცუდია, რომ დღემდე არ წარმოდგენილა ასეთი გეგმა, მაგრამ დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და შევხედოთ, რას შემოიტანს მთავრობა და რამდენად შეესაბამება მათი ხედვა ყველა იმ მოთხოვნას და კრიტერიუმს, რომელიც ჩამოვთვალე", - ამბობს ბაქრაძე.

ოპოზიცია ამბობდა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერდა, თუ მთავრობა კონკრეტულ ეკონომიკურ გეგმას არ წარმოადგენდა, რადგან საგანგებოს თანმხლები შეზღუდვები მოსახლეობას მძიმე პრობლემებს უქმნის. 

მთავრობამ საკითხი ისე გაიტანა კენჭისყრაზე, რომ გეგმა არ წარმოადგინა, და მოსახლეობას დაპირდა, რომ გეგმა, ორ დღეში, 24 აპრილს იქნებოდა. 

ოპოზიციამ საგანგებოს გაგრძელებას მხარი არ დაუჭირა, თუმცა პარლამენტმა მაინც დაამტკიცა. 

კომენტარები