ანტიკრიზისული გეგმა

გადასახადების შემცირება, ხალხის დახმარება - ევროპული საქართველოს ანტიკრიზისული გეგმა

facebook/zurab tchiaberashvili

ევროპული საქართველო აცხადებს, რომ სრულად უჭერს მხარს იმ წინადადებებს, რაც საქართველოს 5-მა ბიზენს-ასოციაციამ (საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, დისტრბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, გადასახადის გადამხდელთა კავშირი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, EU - Georgia Business Council EUGBC) წარუდგინა მთავრობას, როგორც სასწრაფოდ გადასადგმელი ნაბიჯების ჩამონათვალი.

ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ პარტიამ კომპლექსური ანტიკრიზისული გეგმა სამი კვირის წინ წარადგინა და რომელიც ბიზნეს-ასოციაციების მიერ წარდგენილ წინადადებებსაც მოიცავს.

კერძოდ:

  • საშემოსავლო გადასახადის განულება 4 თვით (20%-დან 0%-მდე დაყვანა), ხოლო შემდეგი 4 თვით განახევრება (20%-დან 10%-მდე დაყვანა);
  • ქონების გადასახადის განულება 2020 წელს;
  • ნავთობპროდუქტებზე აქციზის 25%-ით შემცირება შემდგომი 8 თვის განმავლობაში;
  • საპენსიო ფონდში გადახდების 8 თვით შეჩერება მეწარმეებს დაუტოვებს 83.1 მლნ ლარს;
  • საპენსიო ფონდში საკუთარი დასაქმებულებისათვის დამატებული 2%-ის უკან დაბრუნებით მეწარმეები დაიბრუნებენ 175 მლნ ლარს;
  • დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაცვლად, Sales Tax-ის შემოღება, რაც ნიშნავს დღგ-ს გადახდის ვალდებულებას რეალიზაციიდან გამომდინარე, ნაცვლად იმპორტირებისას გადახდისა.

ამასთან, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ევროპული საქართველოს გეგმა, პირველ რიგში, ხალხისთვის დახმარების გაწევას ითვალისწინებს.

  • სახელმწიფო 8 თვის მანძილზე აუნაზღაურებს ხელფასის ან სახელფასო დანაკლისის 50%-ს:
  1. უსამსახუროდ დარჩენილებს;
  2. უხელფასო შვებულებაში გაშვებულებს;
  3. ვისაც ხელფასი შეუმცირდა;
  • სახელმწიფო ერთჯერადად 200 ლარს გადასცემს შემდეგი კატეგორიების ოჯახებს:
  • სოციალურად დაუცველები;
  • თვითდასაქმებულები, რომელთა ოჯახური წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 ათას ლარს;
  • პენსიონერები, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ ოჯახში, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 ათას ლარს;
  • საპენსიო ფონდში დაგროვებული თანხის დასაქმებულებისთვის დაბრუნებით 960 000 ადამიანი დაიბრუნებს 474 მლნ ლარს;
  • საპენსიო ფონდში გადახდების 8 თვით შეჩერება დასაქმებულებს და მეწარმეებს დაუტოვებს 108.2 მლნ ლარს.
  • კრიზისთან ბრძოლის 5.23 მლრდ ლარის გეგმის დაფინანსების წყარო:
  • საბიუჯეტო ხარჯების შემცირება და საპენსიო ფონდის საბიუჯეტო შენატანის 8 თვით შეჩერება: 1.82 მლრდ ლარი
  • საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მოზიდული 1.1 მლრდ დოლარ

ევროპული საქართველო ხელისუფლებას მათი გეგმის გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები