კორონავირუსი საქართველოში

ჭიაბერაშვილი: ეზუგბაიას განცხადება კიდევ ერთხელ ავლენს ტესტირებისადმი სკეპტიკურ მიდგომას

facebook/zurab tchiaberashvili

ევროპული საქართველოს წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განმარტებით, ფარული ტესტირება ერთ-ერთი აუცილებელი საშუალებაა, რომ ქვეყანამ ვირუსის ფარული და უკონტროლო გავრცელება თავიდან აირიდოს. ჭიაბერაშვილი ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს გამოეხმაურა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ "შემდგომ დღეებში ასეთი აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება ალბათ უკვე კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი [მაღალი] არ იქნება". 

"იმ პირობებში, როდესაც მთავრობამ, როგორც იქნა, ძალიან დაგვიანებით სახლებიდან გამოსვლის ეტაპობრივი გეგმა გამოაცხდა, სწორედ ფართომასშტაბიანი ტესტირებაა ერთ-ერთი აუცილებელი საშუალება, რომ ვირუსის ფარული, უკონტროლო გავრცელება ავიცილოთ თავიდან და ეფექტიანად ვმართოთ პროცესი. სამწუხაროდ, მარინა ეზუგბაიას ეს განცხადება კიდევ ერთხელ ავლენს ტესტირებისადმი სკეპტიკურ მიდგომას, რასაც მთავრობა აქამდე მიზანმიმართულად მიყვებოდა და რის გამოც საქართველოს 1 მლნ მოსახლეზე ჩატარებული ტესტებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს რეგიონში", - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა. 

ბოლო 24 საათში საქართველოში 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, აგრესიული ტესტირების შედეგია. ეზუგბაიამ გამოთქვა იმედი, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში აგრესიული კვლევის გარეშე ჩატარდება კვლევები და ასეთი შედეგი არ იქნება

საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 132 და გარდაიცვალა 5 პაციენტი.

კომენტარები