კორონავირუსი საქართველოში

გირჩის ლიდერები და აქციის რამდენიმე მონაწილე სამმართველოში გადაიყვანეს

Facebook/ Zurab Girchi Japaridze

პარტია გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის, მიერ ძველ იპოდრომზე გამართულ აქცია-სეირნობაში მონაწილეობის გამო, თავად ჯაფარიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი და კიდევ რამდენიმე მონაწილე პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. 

აქცია ჯაფარიძემ 22 აპრილს Facebook-ის საშუალებით დაგეგმა და საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მოითხოვდა. როგორც გირჩის ლიდერი წერდა, ის ძველ იპოდრომზე სეირნობას აპირებდა და ყველას, ვისაც საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გაპროტესტება სურდა, შეეძლო მასთან ერთად "ესეირნა". 

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ Facebook-ლაივში ისაუბრა, აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს. 

გირჩის კიდევ ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის, თქმით, მას მთავრობის მიერ მედიისთვის გამოცემული სპეციალური საშვი აქვს და აქციაზე გირჩი TV-ის კორესპონდენტის სტატუსით იყო მისული, თუმცა პოლიციელებმა სამმართველოში ის მაინც გადაიყვანეს. 

კანონის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის დროს აქციის გამართვა აკრძალულია. სავარაუდოდ, ჯაფარიძესა და აქციის სხვა მონაწილეებს 3 000-ლარიან ჯარიმას გამოუწერენ. 

კომენტარები