კრის პაინი

კრის პაინი ფილმის The Saint რიმეიქში მთავარ როლს შეასრულებს

Daily Mail

კინოსტუდია Paramount მძაფრსიუჟეტიანი ფილმის The Saint რიმეიქზე მუშაობას იწყებს. მთავარ როლზე სტარ ტრეკის ვარსკვლავი კრის პაინია დამტკიცებული.

მომავალი ფილმის სცენარზე სეტ გრემ-სმიტი იმუშავებს, რეჟისორის სკამს როქეთმენის შემქმნელი დექსტერ ფლეტჩერი დაიკავებს.

ორიგინალი ფილმი 1997 წელს გამოვიდა, სიუჟეტის ცენტრში ლეგენდარული ჯაშუში, გარდასახვის ნამდვილი ოსტატი - საიმონ ტამპლიერია. მთავარი გმირი რუსი ბიზნესმენისგან დავალებას იღებს, უკანასკნელ საქმედ ჩაფიქრებული მისია წარმოუდგენლად რთული აღმოჩნდება.

ძველ ფილმში, ტამპლიერის როლი მსახიობმა ველ კილმერმა შეასრულა.

 

კომენტარები