ევროკომისიამ კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად 10 პარტნიორი ქვეყნისთვის 3 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური პაკეტი დაამტკიცა.
ამ 3 მილიარდიდან 150 მილიონი ევრო ფინანსური დახმარების სახით საქართველოს ერგება.
"ევროპული სოლიდარობა არ უნდა შეჩერდეს ჩვენი კავშირის საზღვრებზე, რადგან ამ გლობალური კრიზისის დროს ჩვენ ერთად ვიმარჯვებთ, ან, ვეცემით. დღეს ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეხმაროს 10 პარტნიორ ქვეყანას Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. მივმართავ ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოს, დაუყოვნებლივ დაამტკიცონ დახმარების მნიშვნელოვანი პაკეტი", — განაცხადა პაოლო ჯენტილონიმ.
გამოყოფილი 3 მილიარდი ევროს თითქმის ნახევარი - 1,2 მილიარდი - უკრაინას ერგო. დახმარების პაკეტი ქვეყნების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ალბანეთი — 180 მილიონი ევრო;
- ბოსნია ჰერცოგოვინა — 250 მილიონი ევრო;
- იორდანია — 200 მილიონი ევრო;
- საქართველო — 150 მილიონი ევრო;
- კოსოვო — 100 მილიონი ევრო;
- მოლდოვა — 100 მილიონი ევრო;
- მონტენეგრო — 60 მილიონი ევრო;
- ჩრდილოეთ მაკედონია — 160 მილიონი ევრო;
- ტუნისი — 600 მილიონი ევრო;
- უკრაინა — 1,2 მილიარდი ევრო.





