კორონავირუსი საქართველოში

კობახიძე მარნეულში აქციაზე: პოლიტიკურია, უმძიმესი აქტია, ნუ ეთამაშებიან ცეცხლს

"ეს არის ნაციონალური მოძრაობის ორივე განშტოების მიერ ორგანიზებული და აქვს წმინდა პოლიტიკური შინაარსი"- ასე ეხმაურება ქართულო ოცნების დეპუტატი, ირაკლი კობახიძე, მარნეულში მიმდინარე ფერმერების აქციას, სადაც ისინი სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციას ითხოვენ. 

კობახიძის თქმით, ეს არის მიზანმიმართული მცდელობაა, რომ შეიქმნას ეპიდემიის ხელოვნური კერა.

"ეს არის უმძიმესი ფაქტი, მით უმეტეს, იმ ბრძოლის გათვალისწინებით, რომელიც მიმდინარეობს მთელ ქვეყანაში ვირუსის წინააღმდეგ. ეს არის უმძიმესი აქტი და კიდევ მინდა გავაფრთხილო თითოეული მათგანი, ნუ ეთამაშებიან ცეცხლს, პასუხი იქნება უმკაცრესი"- თქვა კობახიძემ. 

მარნეულში, სადაც უკვე ერთი თვეა მკაცრი კარანტინია გამოცხადებული, სოფელ შულავერში რამდენიმე სოფლის მაცხოვრებლები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქციას მართავენ. 

დემონსტრანტებს შეუერთდნენ ევროპული საქართველოს მარნეულის ოფისის ლიდერი აჰმედ იმამკულიევი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარნეულის ოფისის ლიდერი აზერ სულეიმანოვი. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც. 

მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მარნეულის მუნიციპალიტეტში 23 მარტს გამოცხადდა. ადგილობრივი მოსახლეობა უკვე რამდენიმე დღეა, რაც ამ რეჟიმის გაპროტესტებას ცდილობს 

კომენტარები