პოლიციელის დაჭრა

შსს: ბაღდათში პოლიციელის დაჭრის ფაქტზე 1 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელიც ბაღდათში პოლიციელს თავს დაესხა და დაჭრა.

1972 წელს დაბადებული ა.ს., მუქარისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებულ პოლიციელს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია და ის ამჟამად აგრძელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.

მომხდარზე გამოძიება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

17 აპრილს, პირმა ბაღდათში გამოძახებაზე მისულ პოლიციელს ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, შემდეგ კი ცივი იარაღით დაჭრა.

კომენტარები