ბრმა ტყვია

ზედელაშვილი: ავტორიტარულ სისტემაში კანონი არსებობს, ოღონდ იმ შინაარსით - რაც ბატონს უნდა

პოლიციელის მორიგ დანაშაულზე სამართლებრივი სისტემის რეაქციაზე რა შეიძლება რომ ითქვას:

ავტორიტარული სამართლის სისტემები ხშირად არასწორად წარმოუდგენიათ, როგორც სამართლებრივი შავი ხვრელი, სადაც კანონები არ არსებობს და მათ ანაცვლებს იმათი თვითნებობა, ვისაც ძალა აქვს, ანუ ბატონის/ბატონების.

ავტორიტარული სისტემის რეალობა კი სულ სხვაა. კანონების გარეშე მათაც არ შეუძლიათ ფუნქციონირება. კანონები არსებობს, ოღონდ მხოლოდ იმ ფარგლებში და იმ შინაარსით აღსრულდება, რასაც ბატონი ინებებს.

მთელი სამართლის სისტემა, განსაკუთრებით კი სასამართლო ისეა მოწყობილი, რომ ეს მთავარი პირობა შესრულდეს. ისინი მოწოდებულები არიან, აღასრულონ კანონი მანამ, სანამ ბატონის (თვით) ნებ (ობ) ა გამონაკლისს არ დააწესებს

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი ნასვამი პოლიციელის გასროლილი ბრმა ტყვიით ქალის სიკვდილს ეხმაურება. პოლიციელს გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ედავება, რაც ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

კომენტარები