სამწუხაროდ დღეს ჩვენს საზოგადოებაში უკვე არის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები, რომლებიც ჩვენ არ ვიცით, ეს არაა ცოტა შემთხვევა [...] ამ ადამიანებმა არ იციან რომ დაავადებულები არიან, მაგრამ ისინი შეიძლება უკვე იყვნენ გადამდები ვირუსის.
აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ უნდა ვთქვა, ერთმანეთს უნდა მოვერიდოთ.
ადამიანებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა, რომლებიც აუცილებელ სამსახურებში არიან, მაგრამ სახლში დაბრუნებისას უნდა მოერიდონ ოჯახის წევრებს.
ადამიანები უნდა მოერდონ სხვა ადამიანებს, ესაა სოციალური დისტანცირება. სხვა გზა არაა, სხვანაირად ამ დაავადებას ვერ დავამარცხებთ





