უეს ანდერსონი

უეს ანდერსონი: Better Call Saul ჩემი საყვარელი სერიალია

Top Buzz Times

ფრანგულმა სააგენტომ CNC, რეჟისორ უეს ანდერსონს თვითიზოლაციაში სანახავი ფილმებისა და სერიალების ჩამოთვლა სთხოვა. 

რეჟისორმა ერთადერთ სერიალი, მძიმე დანაშაულის სპინოფი - Better Call Saul დაასახელა და მას საყვარელი შოუ უწოდა. 

რაც შეეხება კინოს, ანდერსონმა იტალიელი რეჟისორის მარკო ფერერის შემოქმედებას გაუსვა ხაზი. 

"რამდენიმე წლის წინ მარკო ფერერის La grande bouffe ვნახე, დიდად არ მომეწონა. ამას წინად ხელახლა ვნახე და აღფრთოვანებული ვარ, ამ რეჟისორის კიდევ ორ ფილმს - Una storia moderna და La donna scimmia გირჩევთ,"-ამბობს სასტუმრო ბუდაპეშტის რეჟისორი.

ანდერსონმა მაყურებელს კიდევ ორი ფილმი - Station Six-Sahara და The Westerner ურჩია. 

კომენტარები