კორონავირუსი

ილია II: ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ღვთისგანაა

მადლობა უფალს დიდი წყალობისათვის. დღეს ყოველი ჩვენგანი ელოდება ღვთის წყალობას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უღვთოდ არაფერი ხდება, ეს ნიშნავს, რომ ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ღვთისაგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის. 

დღეს გვექნება კიდევ შეხვედრა 12 ვნების სახარების კითხვა. გწყალობდეთ ღმერთი. წყალობა ღვთისა თქვენზედა და საქართველოსა ზედა და მთელ მსოფლიოსა ზედა იყოს. დაგლოცოთ უფალმა. ჩვენთან არს ღმერთი.

თქვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ.

კომენტარები