APPLE

APPLE-მა ახალი და დაბალბიუჯეტიანი აიფონი გამოუშვა

გუშინ ცნობილო გახდა, რომ Apple ახალ Iphone SE-ს გამოუშვებს, რომელიც დაბალბიუჯეტიანი მობილური ტელეფონი იქნება.

მისი ფასი 399 დოლარიდან დაიწყება და შეკვეთა 17 აპრილიდან იქნება შესაძლებელი

ახალი Iphone SE გარეგნულად Iphone 8-ს ჰგავს, თუმცა უკეთესი კამერა და პროცესორი აქვს, ასევე უფრო იაფია.

4.7-ინჩიანი რეტინა ეკრანი, ორი კამერა: 12 და 7 მეგაპიქსელიანი, ორი ბარათის ჩადების შესაძლებლობა, უკაბელოდ დატენვა - ეს იმ მახასიათებლების ნაწილია, რაც ახალ აიფონს ექნება.

64-გიგაბაიტიანი Iphone SE-ს ფასი 399 დოლარი იქნება, 128-გიგაბაიტიანის 449 დოლარი, ხოლო 256-გიგაბატიანის - 549 დოლარი.

კომენტარები