დევნილების დახმარება

დევნილთა სააგენტო 1500-მდე დევნილს ერთჯერად ფულად დახმარებას გაუწევს

ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული დევნილთა სააგენტო 1500-მდე დევნილს ფულად დახმარებას გაუწევს, 141 იძულებით გადაადგილებულ პირს კი ქირას დაუფარავს.

სააგენტოს თანახმად, ერთჯერადი ფულადი დახმარება სპეციალური კრიტერიუმების გათვალისწინებით გაიცემა საჭიროების შეთხვევაში. დახმარებების გაცემა სააგენტოს კომისიის მიერ შესული განცხადებების განხილვის შემდეგ, შესაბამის კრიტერიუმებთან თანხვედრის მიხედვით გადაწყდა.

უცნობია, რა რაოდენობისაა ერთჯერადი ფულადი დახმარება.

სააგენტოში აღნიშნავენ იმასაც, რომ იმ დევნილ ოჯახებს, ვისაც ქირას უხდიან, დაფინანსება დამატებითი მოკვლევის შემდეგ ავტომატურად გაუხანგრძლივდებათ.

კომენტარები