კორონავირუსი

ბოკერია: საქართველო არ არის მართლმადიდებლური სახელმწიფო, ის არის სამოქალაქო სახელმწიფო

[ხელისუფლება] მოქალაქეებს როგორ უნაწილებს ამ პასუხისმგებლობას? მოქალაქეებს, ვისაც ესმით, რომ ასეთ დროს თავშეკავება შენი ინტერესი კი არ არის მხოლოდ, ყველას ინტერესია - ეს არის ჰო, განმასხვავებელი პანდემიის და ასეთი უბედურებების? ნორმალურ ვითარებაში ხო ჩვენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი იწყება და მათ შორის გადაადგილებაც არის. მაგრამ პანდემიისას როდესაც შენ შეიძლება მატარებელი იყო და სხვას გადადო ან შენ დაგემართოს და ტვირთად იქცე, აქ ხომ ეს ზღვარი სხვაგან გადის უკვე. ვინც შეგნებული მოქალაქეა, გასაგებია, რომ შეგნებულად იქცევა.

მთავრობა გვეუბნება, რომ აუცილებელია ეს შეზღუდვები შეკრებაზე და არის ამის საფუძველი, საერთოდ შეკრებებზე. ამავე დროს, იძახის, რომ იქ, სადაც ადამიანები არ ემორჩილებიან კანონს, თუნდაც მათი მრწამსის გამო, იქ მე არაფერს ვიზამო და რაღაც დითირამბებს და სადღეგრძელოებს იძახის. ჯერ ერთი, მან უნდა იცოდეს, რომ საქართველოში ყველაზე დიდი რელიგიური ჯგუფი დიდი უპირატესობით არის ქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესია და მისი მიმდევრები, მაგრამ საქართველო არ არის მართლმადიდებლური სახელმწიფო, ის არის სამოქალაქო სახელმწიფო. რელიგიური სახელმწიფო არის ირანი და ჩვენ ირანი არ ვართ და არ ვიქნებით

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია TV პირველის ეთერში, კითხვაზე, პრემიერმინისტრის განცხადება ხომ არ იყო ფრთხილი პოზიცია. როგორც გიორგი გახარიამ თქვა, "გონიერი, ბრძენი მოქალაქე" ეკლესიის მოწოდებას არ უნდა დაელოდოს, რომ ტაძარში არ მივიდეს. მისი აზრით, მოქალაქემ ეკლესია არჩევანის წინაშე არ უნდა დააყენოს.

კომენტარები