Lionsgate

კინოკომპანია Lionsgate ოთხ ფილმს Youtube-ზე უფასოდ აჩვენებს

Bleeding Cool

კინოკომპანია Lionsgate აპრილსა და მაისში Youtube-ზე უფასო კინოჩვენებებს გეგმავს. 

სანამ კინოთეატრები ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაკეტილია, სტუდია მაყურებელს აქციის Lionsgate LIVE ფარგლებში საკუთარი ოთხი ძველი ფილმის ნახვას სთავაზობს.

ფილმების ჩვენების განრიგი ასე გამოიყურება:

17 აპრილი - შიმშილის თამაშები

24 აპრილი - ბინძური ცეკვები

1 მაისი - ლა ლა ლენდი

8 მაისი - ჯონ ვიკი

ჩვენების წამყვანი მსახიობი ჯეიმი ლი კერტისი იქნება.

კომენტარები