საკარანტინე ზონები

თურნავა: კარანტინის პროგრამისთვის გამზადებული გვაქვს 6 568 სასტუმრო ოთახი სარეზერვოდ

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ კარანტინში ყოფნის პროცესი, პირველ რიგში, კომფორტული იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უწევთ იქ ყოფნა და რა თქმა უნდა, ეფექტური - სამედიცინო ღონისძიებების გატარების თვალსაზრისით.

მინდა ყველამ დაინახოს საკარანტინო ღონისძიებების მასშტაბურობა. 8 აპრილს, დილის 10:00 საათის მონაცემებით, საკარანტინო ზონებში იმყოფება 4 682 ადამიანი, რომლებიც განთავსებული არიან 86 სასტუმროში. ჩვენ კარანტინის პროგრამისთვის გამზადებული გვაქვს 6568 სასტუმრო ოთახი სარეზერვოდ, რაც ნიშნავს იმას, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, რეზერვი ყოველთვის გვაქვს.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობს სასტუმროთა დაახლოებით 2600-მდე თანამშრომელი, აგრეთვე ექიმები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ მეთვალყურეობას და პოლიციელები, რომლებიც საკარანტინო ზონებს იცავენ. ასევე მინდა გამოვყო მძღოლები, რომელთაც კარანტინში მყოფნი გადაჰყავთ სასაზღვრო პუნქტებიდან საკარანტინო ზონებამდე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლები, რომლებიც საკარანტინო პროცესს მართავენ. ეს რთული და კომპლექსური პროცესია. ისინი  აკეთებენ მაქსიმუმს იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს ძალიან ეფექტურად, კომფორტულად,  ძალიან კარგად ორგანიზებულად.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ქვეყანაში საკარანტინე სივრცეების რეზერვზე.

კომენტარები