ლედი გაგა

ლედი გაგამ ახალი ალბომის გარეკანის ფოტო გამოაქვეყნა

Lady Gaga

ლედი გაგამ თავისი ახალი და მეექვსე სტუდიური ალბომის "Chromatica"-ს გარეკანის ფოტო გამოაქვეყნა.

პოპ-ვარსკვლავის ახალი ალბომი 10 აპრილს უნდა გამოსულიყო, თუმცა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო გამოსვლის თარიღი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

"Chromatica"-ს გარეკანის ფოტომ ინტერნეტ სივრცეში შაბათს გაჟონა, მანამდე, სანამ ლედი გაგა მას გამოაქვეყნებდა. სავარაუდოდ, ფოტო ჩეხეთის ერთ-ერთი მუსიკალური მაღაზიის საიტიდან იყო მოპარული.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი სიმღერა იქნება შესული ახალ ალბომში, თუმცა 28 თებერვალს მომღერალმა ალბომიდან ერთი სიმღერა - "Stupid Love" გაავრცელა.

კომენტარები