ლედი გაგა

ლედი გაგას ძაღლების მომვლელს ესროლეს, ორი ბულდოგი მოიპარეს – მომღერალი $500 000-ს იხდის

Getty Images

გამოცემა People-ის ცნობით, ლედი გაგას ძაღლების გამსეირნებელს უცნობმა ადამიანმა ესროლა და მას ორი ფრანგული ბულდოგი მოჰპარა.

ლოს-ანჯელესის პოლიციის განყოფილების წარმომადგენელმა გამოცემას უთხრა, რომ შემთხვევა 24 თებერვალს, ღამის 12 საათისთვის მოხდა, როდესაც ჰოლივუდის მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი ძაღლებს ასეირნებდა.

ძაღლების გამსეირნებელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ჯერჯერობით მისი მდგომარეობის შესახებ არაფერია  ცნობილი. 

ლედი გაგა იმ ადამიანს, ვინც ძაღლების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის, ნახევარ მილიონ დოლარს სთავაზობს.

მომღერლის სახლთან დამონტაჟებულმა კამერამ მომვლელზე თავდასხმა და ძაღლების მოტაცება გადაიღო.

კომენტარები