Ant-Man

Rick and Morty-ს სცენარისტი ახალ Ant-Man-ზე იმუშავებს

Chip and Co

კინოსტუდია Marvel-ის გადაწყვეტილებით Ant-Man-ის მესამე ნაწილის სცენარს ჯეფ ლავნესი დაწერს. 

ლავნესი ანიმაციურ სერიალის Rick and Morty ერთ-ერთი სცენარისტია. მას ასევე ნამუშევარი აქვს სერიალზე Miracle Workers და სატელევიზიო შოუზე JKL. 

ახალი Ant-Man-ის სიუჟეტის დეტალები არ ხმაურდება, ცნობილია რომ ძველ როლებს პოლ რადი და ევანჯელინ ლილი დაუბრუნდებიან. 

სცენარისტს მონახაზი უკვე მზად აქვს. ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო ბლოკბასტერის გადაღების დაწყების თარიღი უცნობია. 

კომენტარები