მადონა

მადონამ COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად $1 მილიონი დოლარი გაიღო

მადონამ მილიონი დოლარი გადარიცხა ფონდში, რომელიც მეცნიერებს COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაში ეხმარება.

ლეგენდარულმა მომღერალმა თანხმა Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეიტსის და მისი ცოლის, მელინდა გეიტსის ფონდში ჩარიცხა. მადონა თავის ვებგვერდზე წერს, რომ ის აღფრთოვანებულია ამ ფონდის მუშაობით. 

"ვუერთდები გეიტსების ფონდის ძალისხმევას, შეიქმნას პრეპარატი, რომელიც COVID 19-ის გავრცელებას შეაჩერებს, ან დაავადებულებს განკურნავს. ეს სამედიცინო პერსონალის, მეგობრების და ოჯახის წევრების დასაცავად არის საჭირო"- წერს მადონა და ვიდეოსაც აქვეყნებს. 

Microsoft-ის დამაარსებლის და ყოფილი ხელმძღვანელის, ბილ გეიტსის და მისი ცოლის, მელინდა გეიტსის საქველმოქმედო ფონდმა (Bill & Melinda Gates Foundation) კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის $100 მილიონი გამოყო.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიში კორონავრიუსის 1,119,744 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაიცვალა 59,245 ადმიანი. გამოჯანმრთელდა 229,338

კომენტარები