მადონა

ბრაზილიაში მადონას უფასო კონცერტს 1.6 მილიონი ადამიანი დაესწრო

BeFunky

ბრაზილიის ქალაქ რიო დე ჟანეიროში, კოპაკაბანას სანაპიროზე, 65 წლის პოპვარსკვლავის, მადონას უფასო კონცერტზე დასასწრებად მილიონზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.

კონცერტისთვის, რომლითაც პოპვარსკვლავმა მსოფლიო ტურნე დაასრულა, რიო დე ჟანეიროს აეროპორტმა 170 დამატებითი რეისი შეასრულა. კოპაკაბანას სანაპიროზე მოეწყო გიგანტური ეკრანები და 18 კოშკი ხმის გასაძლიერებლად.

ქალაქის ხელმძღვანელობის შეფასებით, 4 მაისის ღამეს გამართულ კონცერტს 1.6 მილიონი ადამიანი დაესწრო. მათგან ზოგი უშუალოდ სანაპიროზე იმყოფებოდა, თუმცა, ბევრი მათგანი მადონას შოუს სასტუმროებიდან და კორპუსებიდან, ან ზღვაში მდგარი კატერებიდან და იახტებიდან ადევნებდა თვალს.

კონცერტი მადონას ოფიციალურმა ვებგვერდმა აღწერა, როგორც ყველაზე დიდი მის 40-წლიან კარიერაში.

კომენტარები