ანგელა მერკელი კარანტინიდან გამოვიდა

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გასული ორი კვირის განმავლობაში პირველად დატოვა სახლი.

22 მარტიდან მერკელი საკუთარ სახლში იყო კარანტინში, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდგინდა ექიმს, რომელთანაც გერმანიის კანცლერს კონტაქტი ჰქონდა.

ტესტირების შედეგად თავად მერკელს COVID-19 არ დაუდგინდა. გასული ორი კვირის განმავლობაში ის სახლიდან აგრძელებდა მთავრობის საქმიანობის გაძღოლას, ახლა კი მერკელი კვლავ გააგრძელებს კანცლერის სამსახურიდან მუშაობას.

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში ახალი კორონავირუსის 85 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 22 ათასზე მეტი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 100-ზე მეტი გარდაიცვალა.

კომენტარები