კორონავირუსი საქართველოში

ადმინისტრაცია: პრეზიდენტი და ადმინისტრაციის თანამშრომლები 3 თვის ხელფასის ნაწილს გაიღებენ

სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი და ადმინისტრაციის თანამშრომლები მომავალი სამი თვის ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. 

"ეს არის ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ამ ურთულესი გამოწვევის დაძლევაში ყველა ერთად უნდა ვიყოთ", - წერია განცხადებაში. 

საქართველოში კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 27 პირი.  

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 00:06 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები