დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით, ბოლო 24 საათში, 563 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით 563 ადამიანი გარდაიცვალა, სულ კი ვირუსულმა ინფექციამ 2 352 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გაიზარდა COVID 19-ით ინფიცრებულთა რიცხვიც. გასულ 24 საათში ვირუსით ინფიცირების 4 324 ახალი შემთხვევა აღირიცხა, ჯამში დიდ ბრიტანეში კორონავირუსი 29 474 პირს დაუდასტურდა.

1 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით 884 977 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 185 196 გამოჯანმრთელდა, ხოლო 44 200 გარდაიცვალა.

რაც შეეხება საქართველოს, ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსის 115 დადასტურებული შემთხვევა აღწერილი, აქედან გამოჯანმრთელდა - 23. კარანტინის რეჟიმში 5 783 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 301.

კომენტარები