იტალიაში ბოლო 24 საათში 837 ადამიანი დაიღუპა, გამოჯანმრთელდა - 1069, დადასტურდა ინფიცირების 4,053 ახალი შემთხვევა. 30 მარტს გარდაცვლილთა რაოდენობა 812 იყო, ერთ დღეში ინფიცირებულების - 4050. ამასთან, 30 მარტს ქვეყანაში ყველაზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა და ბოლო ორი კვირის მანძილზე - ყველაზე ნაკლები დაინფიცირდა.
იტალია 10 მარტიდან მთლიანად კარანტინის ზონად არის გამოცხადებული. შეზღუდვები მინიმუმ 12 აპრილამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 8%-ია. ეს გაცილებით მაღალი მონაცემია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.
იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 99%-ზე მეტს სხვა დაავადება სჭირდა. ახალი ვირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 79.5 წელია, ინფიცირებულთა - 63 წელი.
31 მარტის მონაცემებით, იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 105,792-ია. დაიღუპა 12,428 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 15,729.





