ბორის აკუნინი

ბორის აკუნინს კორონავირუსი დაუდგინდა

Ria

წარმოშობით ქართველ ცნობილ რუს მწერალსა და თარჯიმანს ბორის აკუნინს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია Facebook-ის მეშვეობით თავად აკუნინმა გაავრცელა.

"Facebook მივაგდე, იმიტომ რომ მოდური ვირუსით ლოგინში ვწევარ. ოდნავ მოვძლიერდები და შთაბეჭდილებებს აუცილებლად გაგიზიარებთ. (სპოილერი: კორონავირუსით ინფიცირების შიში თავად კორონავირუსზე საშიშია. ფრთხილად უნდა იყო, მაგრამ პანიკა უადგილოა)."-წერს 63 წლის მწერალი. 

აკუნინის კალამს ათობით დეტექტიური რომანი, მათ შორის ბესტსელერები "აზაზელი", "ლევიათანი" და "თურქული გამბიტი" ეკუთვნის.

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 840 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელდა 38 და გარდაიცვალა 3 ადამიანი, თუმცა რუსულ ოპოზიციური მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაავადებულ და გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი გაცილებით მაღალია.

 

კომენტარები