ტეილორ სვიფტი

ტეილორ სვიფტი ორ მსმენელს მატერიალურად დაეხმარა

Quartz

მომღერალი ტეილორ სვიფტი ორ ერთგულ მსმენელს მატერიალურად დაეხმარა. მუსიკოსმა თითოეულის ანგარიშზე 3000 დოლარი ჩარიცხა. 

პირველი მსმენელი სამანტა ჯეკობსონი ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო უმუშევარი დარჩა. ჯეკობსონი დისნეილენდში მუშაობდა და სვიფტის მიერ წამოწყებულ საქველმოქმედო კამპანიაში თანხის გადარიცხვას აპირებდა. სამსახურის დაკარგვის შემდეგ ჯეიკობსონმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც სინანულით აღნიშნა, რომ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას უსახსრობის გამო ვეღარ შეძლებს. ცოტა ხანში არტისტმა მისგან PayPal-ის ანგარიში გამოითხოვა და 3000 დოლარი ჩაურიცხა.  

ტეილორ სვიფტის კიდევ ერთი აქტიური მსმენელი, ჰოლი ტერნერი ფოტოგრაფი და გრაფიკული დიზაინერია. კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე შემცირებული შემოსავლების გამო ტერნერს ნიუ-იორკში ცხოვრების გაგრძელებაზე უარის თქმა უწევდა. ფოტოგრაფს სვიფტის მიერ გადმორიცხული თანხა ქირის და კომუნალური ხარჯების გასტუმრებაში დაეხმარა.

 

კომენტარები