Directed By Robert B. Weide

რობერტ ბ. უეიდი: 2020 წელი ჩემი გადაღებული არ არის

Youtube

2020 წლის პირველი ნახევარი ნეგატიური მოვლენების სიმრავლით გამოირჩევა: აშშ-ირანის კონფლიქტი, ავსტრალიის ხანძარი, კორონავირუსის პანდემია. აქედან გამომდინარე სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად იყენებენ "2020 წელი რობერტ ბ. უეიდის გადაღებულია" მიმს.

მიმის მთავარი გმირი, რეჟისორი და სცენარისტი რობერტ ბ.უეიდი ამ ფაქტს Twitter-ით გამოეხმაურა:

"არა და არა. ამას მე ვერ დამაბრალებთ."

მიმი კომედიური შოუს Curb Your Enthusiasm წყალობით შეიქმნა. მთავარი გმირი ლარი დევიდი ხშირად უხერხულ სიტუაციებში ხვდება, ყოველი სერიის ბოლოს კი ლუჩიანო მიკელინის მუსიკის ფონზე ჩნდება ტიტრი Directed by Robert B. Weide. სოციალურ ქსელებში ხშირ შემთხვევაში მიმს ვიღაცის უიღბლობის დასაცინად იყენებენ.

კომენტარები