კორონავირუსი და ეკონომიკა

გახარია ოპოზიციის ეკონომიკურ ინიციატივებზე: ეს არის კრიტიკა კრიტიკისთვის

საქართველოს მთავრობა

"ეს არის კრიტიკა კრიტიკისთვის," - პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ოპოზიციის მიერ მთავრობისათვის შეთავაზებულ ეკონომიკურ ინიციატივებზე რუსთავი ორის ეთერში "ღამის კურიერში" საუბრობს. 

ჟურნალიტმა გახარიას ჰკითხა, ევროპული საქართველოს ინიციატივების შესახებ, რომლის მიხედვითაც მთავრობას უნდა შეეემცირებინა საშემოსავლო გადასახადი, გაენახევრებინა ქონების გადასახადი, ასევე ნაციონალური მოძრაობის ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც დამატებითი ღირებულების გადასახადისგან უნდა გათავისუფლდეს ბიზნესსუბიექტები, რომელთა წლური ბრუნვა არ აღემატება 165 ათას ლარს და ასევე გამოცხადდეს მორატორიუმი ტურიზმის სექტორში წლის ბოლომდე საშემოსავლო და ქონების გადასახადზე.

გახარია ამბობს, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა ეფექტურია. 

"მე მესმის, რომ დღეს რაღაც პოზიცია უნდა დააფიქსირო და ეს პოზიცია ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს კრიტიკა, გავიგე, ამას ჩვენ ნორმალურად ვუყურებთ," - ამბობს გახარია.  

პრემიერმინისტრის თქმითვე:

"ეს არის პროცესი და სახელმწიფომ თავისი რესურსი, რომ გამოიყენოს ეფექტურად, არ შეიძლება კრიზისში შესვლის პირველივე დღეს ყველაფერი აიღო და დადო იმისთვის, რომ ერთი თვის თავზე უბრალოდ ინსტრუმენტები არ დაგრჩეს."

გახარია ასევე აღნიშნავს რომ, ბევრი გამოწვევა იქნება და გარკვეული კომპანიები ამას ვერ გაუძლებენ, ნაწილს კი მოუწევს გადაწყობა. 

"ჩვენთვის მთავარი ამოცანა დღეს არის სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნება. ჩვენ ამაზე ვესაუბრებით ბიზნესს და ვეუბნებით, რომ მათი სოციალური პასუხიმგებლობა და მათი კომერციული ინტერესიც უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ჰყავთ დატრენინგებული, მაქსიმალურად შეინარჩუნონ, როგორც კი კრიზისს გადავივლით, სწრაფად რომ ავამუშაოთ ეკონომიკა. ამაში ბიზნესს ვეხმარებით." - ამბობს გახარია.

ევროპული საქართველო ხელისუფლებას სთავაზობს, რომ ეკონომიკურ მდგომარეობაზე კორონავირუსის ნეგატიური ეფექტის შესამცირებლად,  შემცირდეს გადასახადები, გატარდეს ძალიან მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და გაუქმდეს 2019 წელს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რეგულაციები და ასევე 8 თვით შეჩერდეს საპენსიო ფონდის შენატანები.

მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები